სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით სამეცნიერო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აშშ-იდან მოწვეული წამყვანი ენტომოლოგები და ქართველი მეცნიერები ესწრებოდნენ.
კონფერენციაზე დისკუსიის ფორმატში განიხილეს მცენარეთა მავნებლების, მათ შორის "დროსოფილა სუზუკის" ბიოლოგია, ბრძოლის მეთოდები და პრევენციული ღონისძიებები.
მავნებლის შესაძლო გავრცელების თავიდან ასაცილებლად სურსათის ეროვნული სააგენტო პრევენციულ ღონისძიებებზე მუშაობს, რაც მუდმივ დაკვირვებას, კონტროლის მექანიზმებს და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.