ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში ელჩი ოფიციალურად დანიშნა. კელი დეგნანმა ფიცი ოფიციალურ ცერემონიალზე დადო. ღონისძიებას საქართველოს ელჩი ამერიკის სეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძეც ესწრებოდა. მისი ინფორმაციით დეგნანმა ფიცის დადები ცერემონიალზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რომ საქართველომ სახელმწიფოებრივი მშენებლობის გზაზე ისტორიულ პროგრესს მიაღწია.
დეგნანის განცხადებით, მისი როგორც ახალი ელჩის მიზანია საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, მათ შორის უსაფრთხოების, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების მიმართულებებით.
კელი დეგნანი ამერიკელი დიპლომატია ის აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპის ხელმძღვანელობის პოლიტიკური მრჩეველი გახლდათ ასევე დეგნანი იტალიაში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ, სახელმწიფო დეპარტამენტის აღმასრულებელი მდივნის მოადგილედ და კოსოვოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მსახურობდა.