ტელეარხმა FX სერიალ „ფარგოს“ მეოთხე სეზონის ტრეილერი გამოაქვეყნა. ახალი სეზონი 1950-იან წლებში კანზას-სიტიში გამეფებული აფროამერიკული და იტალიური ბანდების თანამშრომლობაზე მოგვითხრობს.
აფროამერიკულ ბანდას ლოი კენონი (კრის როკი), იტალიურს კი დონატელო ფადა (ტომაზო რანიო) მეთაურობს. თანამშრომლობის გასამყარებლად განგსტერებმა თავიანთი შვილები გაცვალეს.
მეოთხე სეზონის პირველი სერიის პრემიერა 19 აპრილსაა დაგეგმილი.