ირანის მიერ ერაყის საავიაციო ბაზა ალ-ასადზე 8 იანვარს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 11 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა და მათი სამედიცინო ევაკუირება ქუვეითისა და გერმანიაში განხორციელდა. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.
გავრცელებული ცნობით, დაშავებული სამხედროები კონტუზიის სიმპტომებით ქუვეითისა და გერმანიაში მდებარე აშშ-ის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, სადაც მათ თავის ტვინის სკრინინგი უტარდებათ.
შეგახსენებთ, პენტაგონი და თეთრი სახლი აცხადებენ, რომ 8 იანვრის სარაკეტო თავდასხმის შედეგად არცერთი სამხედრო დაღუპულა ან დაშავებულა.