გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის ფაქტს უარყოფითად აფასებენ ოპოზიციურ სპექტრში.
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მორიგი ცინიზმის ფაქტი და შოთაძის პროკურატურაში დაბრუნება ოთარ ფარცხალაძის რეანიმაციას გავს. როგორც უგულავა აცხადებს, ივანიშვილისგან ეს გასაკვირი არაა, მას შემდეგ რაც მან საზოგადოება მოატყუა.