მორიგი მარცხი განიცადა თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ", რომელმაც ამჯერად პეტერბურგში ევროლიგაზე "ზენიტთან" 66:72 წააგო. ქართველმა ფორვარდმა პარკეტზე 37 წუთი გაატარა რა დროშიც 13 ქულა 6 მოხსნა 6 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკეს მარგი ქმედების კოეფიციენტი +24ს გაუტოლდა, რაც მეორე საუკეთესო მაჩვენებელია. შეგახსენებთ, რომ 19 ტურის შემდეგ "ბასკონია" 7 მოგებით მე-14 ადგილზეა და 17 იანვარს მოსკოვში ცსკა-ს შეხვდება.