მსოფლიოს მკლავჭიდის ფედერაციამ 2019 წლის საუკეთესო მკლავჭიდელები გამოავლინა. მმართველმა ორგანომ საუკეთესოები გამოკითხვის შედეგად გამოავლინა. პირველ პოზიციაზე აბსოლიტური უმრავლესობით ქართველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი გავიდა. მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა ხმების 98% დააგროვა და მას გამოკითხვაში მხარი 12 864 ადამიანმა დაუჭირა. მეორე პოზიციაზე 174 ხმით ლიეტუველი მინდაუგას ტარასაიტისი გავიდა. შეგახსენებთ, რომ საგინაშვილმა 2019 წელს ყველაზე პრესტიჟული ტურნირის - ტოპ 8-ის ფინალში რუსი მეტოქე ვიტალი ლალეტინი 6:0 დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.