იაპონურმა საავტომობილო ბრენდმა Nissan-მა და ფრანგულმა საავტომობილო კონცერნმა Renault-მა ალიანსის დაშლის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ გამოცემა Financial Times-მა კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ Renault-Nissan-Mitsubishi-ს ალიანსი იშლება. კერძოდ, გამოცემის ცნობით, ალიანსის დატოვებას Nissan-ი გეგმავდა.