2019 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 80 თეთრით შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 194 ლარსა და 80 თეთრს შეადგენდა, მაშინ როცა ნოემბერში ეს მაჩვენებელი 195 ლარი და 60 თეთრი იყო.
2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 19 ლარითა და 80 თეთრით არის გაზრდილი. კერძოდ, 2018 წლის დეკემბერში ეს მონაცემი 175 ლარს შეადგენდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში 80 თეთრით შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 172 ლარი და 50 თეთრი შეადგინა, ლარითა და 30 თეთრით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 326 ლარი და 80 თეთრი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2018 წლის დეკემბრის მონაცემთან შედარებით, 33 ლარითა და 20 თეთრით არის გაზრდილი.