ბაკურიანში, პარლამენტის წევრის, ანრი ოხანაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის გამო დაკავებულს სასამართლომ 3 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული "ლელოს" აქტივისტი ვახტანგ რობაქიძეა, რომელმაც სასამართლო პროცესზე, მომხდარი ინციდენტი იმით ახსნა, რომ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ბრალდებული ანრი ოხანაშვილისა და მისი ოჯახის შეურაცხყოფას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ მათ შორის მხოლოდ ხმამაღალი შელაპარაკება მოხდა.