С ვიტამინი სიცივეში ყველაზე ეფექტური დამცველია. ამასთან, ასკორბინის მჟავის მიღება ავადობის დროს ნაკლებად ეფექტურია. ორგანიზმის გამდიდრება ნაადრევად უნდა მოხდეს.
ყველაზე მეტ С ვიტამინს არა ციტრუსი და ასკილი, არამედ ბულგარული წიწაკა შეიცავს. ამასთან წითელი ბულგარული წიწაკა მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომელიც კიბოს განვითარების რისკს აქვეითებს.
მჟავე კომბოსტო დიდი რაოდენობით შეიცავს ასკორბინის მჟავას, თუთიას, რკინას, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის დამცველობითი ძალების გასაძლიერებლადა. მედიკოსები ასევე კომბოსტოს ყველზე ხელმისაწვდომ ნატურალურ პრობიოტიკად მიიჩნევენ, რომელიც ნაწლავის მიკროფლორის მდგომარეობას ინარჩუნებს და ტოქსინებთან, ბაქტერიებთან და ვირუსებთან ბრძოლაში გვეხმარება.
შემოდგომით და ზამთარში იზრდება გულ-სისხძარღვთა სისტემის დაავადებების ალბათობა. ჭარხალი შეიცავს იმ ნივთიერებების ოპტიმალურ რაოდენობას, რომელიც გულის ჯანმრთელობას შეგვინარჩუნებს. მისი რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს წნევის და გულის რითმის სტაბილიზაციას და ფარისებრიჯირკვლის მუშაობის აღდგენას.
გოგრაში არსებული კალიუმი აუცილებელია სისხლძარღვების კედლებისათვის, А და К ვიტამინები აჩერებს დაბერების პროცესს. სიცივეების დადგომისთანავე მწვავდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები. კუჭის მუშაობის მოსაწესრიგებლად რეკომენდებულია გოგრის წვენი. სპეციალისტები გოგრის წვნიანის მიღებას საღამოს გვირჩევენ.
ვაშლში არსებული მინერალური ნივთიერებები აქვეითებს ხანდაზმულ ადამიანებში ოსტეოპოროზის განვითარების რისკს და აუცილებელია გულის ნორმალური მუშობისათვის. სჯობს უპირატესობა მივანიჭოთ მწვანე ვაშლს, რომელშიც მეტი ვიტამინი და უჯრედისია.