დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის თქმით გრიპის ვირუსის დროს სასწავლო პროცესის შეწყვეა პოსტ საბჭოთა ქვეყნების ტრადიციაა. მისი თქმით, სასწავლო პროცესის შეწყვეტის პრაქტიკა საერთოდ არ არის მიღებული ევროპის ქვეყნებში. მისივე ინფორმაციით ბოლო დღეებში ამბულატორიულ დაწესებულებებში მიმართვიანობამ "ოდნავ მოიმატა, თუმცა ეს საგანგაშო არაა".