ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, ჰაცუ ბაშოს პირველ საშეჯიბრო დღეს მე-6 მაეგაშირა შოჰოძანს დაუპირისპირდა და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. მოგეხსენებათ, ლევანი ამ ბაშოს მე-7 მაეგაშირას სტატუსით გამოდის და მაქსიმალურად ბევრი მოგება სჭირდება რეიტინგში საგრძნობი წინსვლისათვის. მეორე საშეჯიბრო დღეს ქართველი ფალავანი ონოშოს დაუპირისპირდება.