მეცნიერებმა ფრინველებზე 10-წლიანი დაკვირვების შემდეგ დაადგინა, თუ როგორ ვრცელდება ფრინველის გრიპის ვირუსი.მეცნიერებმა ეს კომპიუტერული ალგორითმების დახმარებით შეძლეს. კერძოდ მიიღეს სქემა რომლის მიხედვითაც გაარკვიეს ფრინველების ბინადრობის ადგილი და მიგრაციის გზები.
ამ ფონზე რუსეთის ჩრდილოეთ ნაწილში აღმოაჩინეს თანამედროვე ვირუსების გენები. დაკვირვების შედეგები სასარგებლოა ყოველწლიური ეპიდემიოლოგიური სურათისთვის. კერძოდ დაავადებაზე დაკვირვება და მისი ეკოლოგიური და ევოლუციური სურათის შესწავლა. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ფრინველის გრიპის ვირუსი ძირითადად გარეულ გადამფრენ ფრინველებს გადააქვთ. მათგან ავადდებიან მღრღნელები, თუმცა მათი კვების რაციონიდან და გენეტიკიდან გამომდინარე ისინი ვირუსს უძლებენ.
ადამიანის სიცოცხლისთვის უსაფრთხო ვირუსების „აფეთქება“ დროდადრო ხდება. რის შედეგადაც იხოცება დიდი რაოდენობით გარეული და შინაური ფრინველი. მეცნიერები ამბობენ, რომ ფრინველის გრიპის გამომწვევი A ტიპის ვირუსი არის ადამიანებში და მღრღნელებში გავრცელებული ვირუსის მონათესავე. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ფრინველის გრიპი, გენების მუტაციის შემთხვევაში, შესაძლოა მსოფლიოში პანდემიის მიზეზი გახდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია პროგნოზირების და დიაგნოსტიკის სისტემის შექმნა.
დასკვნის ავტორებმა ასევე მოახდინეს 1652 ბიოლოგიური მასალის ნიმუშის კვლევა, რომელიც სხვადასხვა სახეობის ველური ფრინველისგან აიღეს. ფრინველები 2017-2018 წლებში გადაფრენისას ძირითადად სამ მარშრუტს იყენებდნენ. კვლევის შედეგად, მეცნიერებმა ვირუსის 69 შტამი გამოავლინეს. აქედან 6 ჩრდილოეთ ევრაზიისთვის ახალი აღმოჩნდა.