თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტის, ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელი პროცესიც ბრალდების მხარის 2 მოწმის გამოკითხვით გრძელდება. უკვე დაიკითხა პოლიციელი ვასილ თედიაშვილი.
როგორც სხდომის დაწყებამდე ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოქრუაშვილი დღევანდელ პროცესსაც არ დაესწრება, ვინაიდან ის სასამართლო სხდომებზე მისვლის აზრს ვერ ხედავს.