ჩემპიონთა ლიგის მე-10 ტურში გიორგი შერმადინის "იბეროსტარმა" საბერძნეთში" პერისტერი" 80:54 გაანადგურა. ქართველი ცენტრი ჩვეულად შედეგიანი არ ყოფილა, თუმცა 19 წუთში მოგროვებული 8 ქულით და 4 მოხსნით გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.
შეგახსენებთ, რომ "იბეროსტარი" 9 მოგებით C ჯგუფის ლიდერია და 14 იანვარს მეორეადგილოსან "ნიმბურკს" უმასპინძლებს.