უკრაინის ავიახაზები ავიაკატასტროფაზე - Boeing 737-800 ერთ-ერთი საუკეთესო ლაინერი იყო, ხოლო პილოტი გამოცდილი - Palitra News

უკრაინის ავიახაზები ავიაკატასტროფაზე - Boeing 737-800 ერთ-ერთი საუკეთესო ლაინერი იყო, ხოლო პილოტი გამოცდილი

2020-01-08 16:14:45+04:00

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებში აცხადებენ, რომ მათი კუთვნილი Boeing 737-800-ი, რომელმაც დღეს ირანში კატასტროფა განიცადა ერთ-ერთი საუკეთესო ლაინერი იყო, რაც მათ აქვთ, ხოლო პილოტი ძალიან გამოცდილი. ამის შესახებ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების წარმომადგენლებმა განაცხადეს.

"თვითმფრინავი 2016 წლის შუა პერიოდში დამზადდა. იგი ჩვენ პირდაპირ ბოინგის ქარხნიდან წამოვიღეთ. ჩვენამდე სხვას არავის გამოუყენებია. მას არანაირი ტექნიკური პრობლემა არ ჰქონდა. თვითმფრინავი კარგ მდგომარეობაში იყო, პილოტი კი ვლადიმერ იაპონენკო იყო, რომელსაც ჯამში 11 600 საათი აქვს ნაფრენი როგორც კაპიტანს", - განაცხადა უკრაინიოს ავიახაზების ვიცეპრეზიდენტმა. მისი თქმით, ავიახაზები დროებით ირანის მიმართულებით ყველა რეისს აუქმებს. როდემდე არ განხორციელდება რეისები ჯერ უცნობია.

კატასტროფის ადგილზე კი საგამოძიებო ჯგუფი იწყებს მუშაობს, რომელსაც უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებიც შეუერთდება. ოფიციალური ინფორმაციით, თვითმფრინავში 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა.