ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. როგორც რამიშვილმა დეკანოზთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, გიორგი მამალაძე ნაომარი, ხეიბარი ვეტერანების მსგავს მდგომარეობაშია.
რამიშვილის ინფორმაციით, დეკანოზს გადაადგილება არ შეუძლია და მასთან შესახვედრად საკაცით ჩამოჰყავთ. მისივე თქმით, გიორგი მამალაძეს დეფორმირებული აქვს ხელ-ფეხი და ჯდომა არ შეუძლია.