იტალიაში ესპრესოსთვის „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ. ამ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
იტალიაში ესპრესოს ტრადიციული სახით მომზადება მე-19 საუკუნის ბოლოდან დაიწყო და შემდეგ ის მთელს მსოფლიოში გავრცელდა. სწორედ ამიტომ, საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად იტალიელებმა გადაწყიტეს ესპრესოსთვის „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მოეთხოვათ. Euronews-ის ინფორმაციით, მათ საჭირო აპლიკაცია უკვე შეავსეს, რომლის განხილვასაც რამდენიმე თვე დასჭირდება.
აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, „იუნესკოს“ მსოფლიო მეკვიდრეობის სტატუსს სულ 17 საკვები ატარებს.