საქართველოს პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმი გორში ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს რეგიონების გაძლიერების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის პრიორიტეტის შესაბამისად, პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმი წელსაც რეგიონში გაიმართა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას ქრისტეშობის დღესასწაული გორიდან მიულოცა.