ამერიკულმა კომპანიამ Uber Technologies-მა, რომელიც მომხმარებლებს ტაქსით მომსახურებასა და საკვების მიწოდების სერვისს სთავაზობს, 3 მილიარდ 100 მილიონ დოლარად შეისყიდა საკუთარი კონკურენტი კომპანია, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში - Careem Networks-ი.
როგორც Uber-ის პრეს-რელიზში ვკითხულობთ, Careem 100%-ით მათ კუთვნილებაში გადადის, თუმცა, ბრენდი ნარჩუნდება. Careem-ის დამაარსებელი და დირექტორი კი განაგრძობს კომპანიის მართვას. ბრენდს დარჩება არსებული დირექტორთა საბჭო, რომელშიც Uber-ის სამი წარმომადგენელი და Careem-ის ორი წარმოამდგენელი შევა.
Uber-ის მიერ Careem-ის შეძენა უმსხვილესი ტექნოლოგიური შეთანხმება გახდა მთელ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.