ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას მამალაძის ადვოკატი და ძმა ადასტურებენ. როგორც ისინი ამბობენ გიორგი მამალაძემ შიმშილობა ჯანმრთელობის პრობლემების ფონზე დაიწყო. როგორც დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე ამბობს, გიორგი მამალაძისთვის შიმშილობა საფრთხის შემცველია და ეცდება როდესაც მასთან პენიტენციურ დაწესებულებაში შევა, გადაარწმუნოს და შიმშილობა შეაწყვეტინოს.