რუსთავში წლინახევრის გოგონა მშობლებმა საწოლში გარდაცვლილი ნახეს - Palitra News

რუსთავში წლინახევრის გოგონა მშობლებმა საწოლში გარდაცვლილი ნახეს

2020-01-06 10:59:34+04:00

რუსთავში წლინახევრის გოგონა მშობლებმა საწოლში გარდაცვლილი ნახეს. როგორც რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში acxadeben სამედიცინო ბრიგადის მისვლისას გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო.

ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია და ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ 2 კვირაში გახდება ცნობილი. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს