Nissan-ის ყოფილი ხელმძღვანელი კარლოს გონი იაპონიიდან ლიბანში გაიქცა. მას იაპონიაში ფინანსურ მაქინაციებში აქვს ბრალი წაყენებული.
როგორც ოფიციალურ განცხადებაში კარლოს გონმა განაცხადა, იგი იაპონიიდან გაექცა არა სამართალს, არამედ უსამართლობას და პოლიტიკურ გასამართლებას. ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ მოახერხა მან იაპონიის საზღვრების დატოვება. იგი 2018 წელს დააკავეს. კარლოს გონი მოგვიანებით გამოუშვეს ციხიდან, თუმცა, აკრძალული ჰქონდა იაპონიის დატოვება გირაოს პირობების გამო.
Nissan-ის ყოფილი ხელმძღვანელი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს. კარლოს გონი ბრაზილიაში დაიბადა, მისი მშობლები წარმოშობით ლიბანელები არიან. იგი ბეირუთში გაიზარდა, განათლება კი საფრანგეთში მიიღო. მას საფრანგეთის და ლიბანის პასპორტები აქვს.