ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC) კომპანია BMW-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. გერმანული ბრენდი ავტომობილების გაყიდვების მანიპულირებაშია ეჭვმიტანილი. როგორც გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს, თუ ეჭვი დადასტურდა, კომპანიას მრავალმილიონიანი ჯარიმა ემუქრება.SEC-ი ეჭვობს, რომ კომპანია განზრახ აფიქსირებს გაყიდვების მაღალ მაჩვენებელს, რათა მიმდინარე წელს ამერიკის ბაზარზე პრემიუმ სეგმენტში გაყიდვების მიხედვით, ლიდერი გახდეს. თავად BMW-ში აცხადებენ, რომ მათ აქვთ გამოძიების შესახებ ინფორმაცია და მზად არიან თანამშრომლობისთვის.ცნობისთვის, ეჭვი გაყიდვების მანიპულირებაზე ამერიკის ბაზარზე პირველად არ გაჩენილა. სამი წლის წინ BMW-ს ამერიკულ ფილიალში აცხადებდნენ, რომ ცენტრალური ოფისიდან გაყიდვების გასაზრდელად მათზე დიდი წნეხი იყო.