ავსტრალიაში მომდევნო დღეებში ტემპერატურის მატებას ელოდებიან, რაც მასშტაბურ ხანძრების კიდევ უფრო გავრცელების საფრთხეს ქმნის.
როგორც სინიპტიკოსები აცხადებენ, ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე რეგიონში 40 გრადუსს გადააჭარბებს, მათ შორის ახალი სამხრეთ უელსის, სამხრეთ ავსტრალიისა და ვიქტორიას შტატებში.
ამდროისთვის ქვეყანაში ხანძრის 100-ზე მეტ კერას ებრძვიან. მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.
მასშტაბურ სტიქიას ავსტრალიაში უკვე რამდენიმე კვირაა ებრძვიან.