სარეკლამო კომპანია "პანდა" ვიდეომიმართავს ავრცელებს, რითაც "ფეისბუქის" მიერ რამდენიმე ასეული გვერდის გაუქმებას და სოციალური ქსელის ბრალდებებს ეხმაურება.
როგორც "პანდა" განმარტავს, 5 ბრალდებიდან ადასტურებენ მხოლოდ 2-ს.
"იმ უამრავი ბრალდებიდან, რომელიც მედიამ მოგვაკერა, ჩვენ ვადასტურებთ მხოლოდ მცირე ნაწილს. "ფეისბუქის" გამოქვეყნებულ დასკვნაში საუბარია ჩვენი მხრიდან ოპოზიციის კრიტიკაზე. დიახ, ჩვენ ჩვენს რესურსებში მართლაც ვაკრიტიკებდით ოპოზიციას, უფრო კონკრეტულად, "ნაციონალურ მოძრაობას". ჩვენ ამას არ ვაკეთებდით "ქართული ოცნების" სიყვარულით, არამედ ვაკეთებდით ქვეყანაში დიქტატურის დაბრუნების შიშით", - აცხადებს სარეკლამო სააგენტო "პანდა".
განცხადებაში ასევე საუბარია, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოქვეყნდა ორი დასკვნა, ერთი ფეისბუქს ეკუთვნის მეორე კი ორ ქართველს ეთო ბუზიაშვილსა და გივი გიგიტეიშვილს, რომლებიც ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებლების დაახლოებული პირები არიან.