საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო ხაზთან მისი ჩასვლის მიზეზებზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით თუ ვინმე გადავიდოდა და საოკუპაციო რეჟიმს კაცურად დაელაპარაკებოდა, ვაჟა გაფრინდაშვილს გამოუშვებდნენ. ასევე მან განაცხადა რომ საქართველოსა და საოკუპაციო რეჟიმს ერთი მტერი ჰყავს, ამიტომ ბიბილოვის რეჟიმისთვის მის მოშორებაში დახმარება უნდა ეთხოვა.
რაც შეეხება მის შეფასებას, თუ რატომ არ გაათავისუფლა საოკუპაციო მხარემ ვაჟა გაფრინდაშვილი, ამბობს, რომ როდესაც გაფურთხებენ, გეუბნებიან, ოკუპანტი ხარ, არ გაუშვებ ასეთ ადამიანს.