ჰატონ გარდენის სადეპოზიტო საცავის ძარცვა, რომელმაც თავიდანვე უზარმაზარი რეზონანსი გამოიწვია, თამამად შეიძლება ჩაითვალოს ბრიტანეთის ისტორიის უმსხვილეს ავანტიურად და საუკუნის ყველაზე სენსაციურ ძარცვად. მართალია, ზარალის სრულად დადგენა შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ჰატონის კლიენტთა ნაწილმა, რომელიც გადასახადების თავიდან აცილების სურვილით სწორედ საცავში მალავდა არალეგალურ შემოსავალს, თავიდანვე უარი თქვა სადეპოზიტო ყუთებში დაბინავებული ქონების გასაჯაროებაზე, მაგრამ პოლიციის განცხადებით, მძარცველთა ნადავლმა 200 მლნ. ფუნტ სტერლინგს ანუ 300 მლნ. დოლარს გადააჭარბა.