ბათუმში პოლიციელის დაჭრის ბრალდებით დაკავებულის - ძმას ბათუმის საქალაქო სასამართლომ 7 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ძმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს, სადაც პოლიციელზე თავდასხმა მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულის ძმა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა.