საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ქალაქის მშენებლობას იწყებს - Palitra News

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ქალაქის მშენებლობას იწყებს

2019-12-17 15:57:46+04:00

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მახათას მთაზე სამხედრო ქალაქის მშენებლობას იწყებს, სადაც სამხედრო მოსამსახურეები საცხოვრებელი ფართის შეძენას უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლებენ.

ახალი პროექტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს ფინანსური ვალდებულებები მაქსიმალურად შეუმსუბუქდებათ. კერძოდ, თუ მათ უწევდათ ღირებულების 60%-ის დაფარვა, ახალი პირობებით 50%-იანი თანამონაწილეობის პრინციპი იმოქმედებს და კერძო კომპანიის ნაცვლად, მშენებლობას თავდაცვის უწყების სამშენებლო კომპანია განახორციელებს.

საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება 200 დოლარი იქნება და სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწევთ.

ამ ეტაპზე პროექტი შეეხება ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს.