ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთთან სავაჭრო საკითხებში მოლაპარაკებების პირველ ეტაპზე პირობების შეთანხმებას მიაღწია. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ამას დასტური უკვე პრეზიდენტმაც მისცა.
აღნიშნული შეთანხმება პირველ რიგში, აუქმებს 15 დეკემბერს ამერიკის მხრიდან აუცილებლად დასაწესებელ გაზრდილ საბაჟო ტარიფებს, რომელიც 150 მილიარდის პროდუქციას შეეხებოდა.
ამასთან, დონალდ ტრამპის მხრიდან პირველი ეტაპის შეთანხმების ხელმოწერა ნიშნავს, რომ პეკინმა აიღო ვალდებულება გაზარდოს ამერიკული სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვები. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, დაბლა დასწიონ აქამდე დაწესებული გაზრდილი საბაჟო ტარიფები.