"ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიული საქმიანობის შესახებ ჩატარებული კვლევა წარადგინა. აღნიშნულ კვლევაზე ორგანიზაცია, დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. ახლა კი ის კანონმდებლობისა და პრაქტიკის, ფარული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ არსებული საერთაშორისო სტანდარტების ერთობლივ ანალიზს მოიცავს.
EMC-ის ხელმძღვანელი თვლის, რომ ამ კვლევაში კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები და პრობლემები იკვეთება.