პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ შესაბამის კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა მომდევნო კვირაში დაიწყონ.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა რეაგირებისთვის, რათა მისი კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები დაიწყოს, ვინაიდან საკითხი დიდი ხანია პარლამენტშია დარეგისტრირებული.
თავის მხრივ გოგიჩაიშვილის განცხადებას ასევე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა და აღნიშნა, რომ ზედმეტი განცხადებების გარეშეც შესაძლებელი იყო ამ საკითხზე მსჯელობა და კომიტეტის სხდომის დანიშვნა.