შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს ამერიკული რითეილერის Amazon-ის უცხოეთის ზოგიერთი ფილიალი იმ კომპანიების ჩამონათვალში შეიყვანოს, რომლებიც კონტრაფაქტულ პროდუქციას ავრცელებენ. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი იუწყება.
როგორც გაზეთს წყარომ განუცხადა, აღნიშნული სია ყოველწლიურად დგინდება ამერიკის პრეზიდენტის სავაჭრო წარმომადგენლის აპარატის მიერ. წყაროს მტკიცებით, ამერიკის პრეზიდენტის აპარატში არიან ადამიანები, რომლებიც მოითხოვენ აღნიშნულ სიაში მოხვდეს ასევე Amazon-ის ზოგიერთი ფილიალი საზღვარგარეთ. The Wall Street Journal-ი აღნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და იმასაც წერს, რომ გასულ წელს ანალოგიური ინიციატივა ჩავარდა.
როგორც ცნობილია, Amazon გახლავთ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ონლაინ-ვაჭრობის კორპორაცია, რომელიც 1994 წელს ჯეფ ბეზოსის მიერ დაარსდა.