პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესვენება მას შემდეგ გამოცხადდა, რაც სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება დაასხეს. ამის შედგეად 4 თანამშრომელი შეუძლოდ გახდა და პარლამენტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა. საპატრულო პოლიციის დახმარებით თანამშრომელი, რომლებიც შეუძლოდ გახდნენ გაიყვანეს. საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში კი შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები ამ დრომდე იმყოფებიან.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ გაურკვეველი ნივთიერება სხდომათა დარბაზში "ევროპული საქართველოს" ქალმა წარმომადგენლებმა შეიტანეს.