ჩილეს საგამოძიებო უწყებები აცხადებენ, რომ მათ რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თვითმფრინავის ნაწილი ზღვაში იპოვეს.
როგორც "ბიბისი" იტყობინება, თვითმფრინავის ნამტვრევი იმ ადგილიდან 30 კილომეტრში მოტივტივე შეინიშნეს, სადაც ლაინერმა კონტაქტი დაკარგა. საგამოძიებო უწყება ნაპოვნ ნაწილს შეამოწმებს, ეკუთვნის თუ არა ნამდვილად გაუჩინარებულ თვითმფრინავს.
შეგახსენებთ, თვითმფრინავი ჩილეს ქალაქ პუნტა არენასიდან ანტარქტიკაში მიემგზავრებოდა. ბორტზე 38 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი უცნობია. მისი გაუჩინარებიდან მალევე დაიწყო სამძებრო სამუშაები.