ენერგო-პროექტები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ და „თურქული ნაკადი“ ამერიკული სანქციების მიუხედავად, მაინც ჩაეშვება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ გაზსადენი „თურქული ნაკადი“ 2020 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. ამ მილის მეშვეობით რუსული გაზი შავი ზღვის გავლით თურქეთს, იქედან კი სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მიეწოდება. მისი სიმძლავრე 15 მილიარდ 750 მილიონი კუბური მეტრია წელიწადში.
„ჩრიდილოეთის ნაკადი 2“-ის ჩაშვება კი გეგმის მიხედვით, 2020 წლის მეორე ნახევარში უნდა მოხდეს. ეს არის ბალტიის ზღვის ფსკერზე გადებული გაზსადენი, რომლის წლიური მოცულობა 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში.