საკანონმდებლო ორგანოში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრიან. 20 კანდიდატიდან თითოეულს დეპუტატები ხმას ღია კენჭისყრაზე მისცემენ. ამის შემდეგ კანდიდატებს კენჭი პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო და დაახლოებით 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. კენჭისყრის პარალელურად პარლამენტთან დილიდანვე აქცია მიმდინარეობს, ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი, აქტივისტები და მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭიროს ისეთ მოსამართლეებს, რომლებიც, მათი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში პოლიტიკური დავალებების შემსრულებლები იყვნენ.