ამერიკის შეერთებულ შტატებში ვაშლის სახეობა გამოიყვანეს, რომელიც მაცივარში 1 წლის განმავლობაში ინახება და პირვანდელ გემოს სრულად ინარჩუნებს. როგორც BBC წერს, პროდუქტი გაყიდვაში გასულ კვირას უკვე გამოჩნდა, მის სელექციას კი, დაახლოებით, 20 წელი დასჭირდა.
ჰიბრიდული ვაშლი სახელწოდებით - Cosmic Crisp, Honeycrisp-სა და Enterprise-ს სახეობებისგან გამოიყვანეს, რომლის კონცეფციაც პირველად ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 1997 წელს შეიმუშავეს. როგორც ცნობილია, პროდუქტის კომერციული განვითარებისთვის დაახლოებით, 10 მილიონი დოლარი დაიხარჯა.
მომდევნო 10 წლის განმავლობაში აღნიშული სახეობის მოყვანის ექსკლუზიური უფლება მხოლოდ ვაშინგტონის შტატის ფერმერებს აქვთ. დღეის მდგომარეობით, სახელმწიფომ უკვე დაახლოებით, 12 მილიონამდე Cosmic Crisp-ის ნერგი დარგო, თუმცა, მკაცრი სალიცენზიო პირობები არ იძლევა იმის საშულებას, რომ ის ვაშინგტონის ტერიტორიის გარეთაც მოიყვანონ.