სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ევროკავშირის, ევროპის საბჭოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად მეტროსადგურ "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ყოველწლიური ღონისძიება გამართეს. ღონისძიების მიზანად ისახავდა ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში და მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას.
დღის განმავლობაში ინფორმაციული შეჯიბრებები და თამაშები გაიმართა, სადაც გამარჯვებული მონაწილეები დააჯილდოვეს.