ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს აფასებს. ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურას ის ტაშს ვერ დაუკრავდა. ამასთან, კუბილიუსი აღნიშნავს, რომ მოხარული იქნებოდა, იგივე პროცედურა ეხილა საქართველოშიც მოსამართლეებთა მიმართებაში, რაც ლიეტუვაშია.