სასტუმრო "ბილტმორის" წინ, სადაც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა მიმდინარეობს, მოძრაობა "შეცვალემ" აქცია-პერფორმანსი გამართა. მათ ადგილზე მიიტანეს სპეციალური საარჩევნო ყუთი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით იმის ნიშნად რომ საქართველოს ყავს გადამგდები ხელისუფლება, რომელიც იპარავს არჩევნებს და არ ასრულებს დანაპირებს. აქციის მონაწილეები ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებენ ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინონ, რათა დანაპირები შეასრულოს და უსამართლო საარჩევნო სისტემა შეცვალოს.