ნაძალადევის რაიონში, სავარაუდოდ, მხუთავი აირის დაგროვების შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. მძიმე მდგომარეობაშია მისი 22 წლის ძმაც. "თბილისი ენერჯის" ინფორმაციით ბინა 6 თვის წინ იყო შემოწმებული, რა დროსაც ბუნებრივი აირის მიწოდება თვითნებური დაერთების გამო, შეუწყვიტეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.