ავეჯის მწარმოებელი კომპანია IKEA 2020 წლისთვის იმაზე მეტი ენერგიის გამომუშავებას აპირებს, ვიდრე მოიხმარს. ამის შესახებ IKEA-ს მაღაზიების მფლობელი კომპანიის INGKA Foundation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, კომპანიის უმთავრესი პრიორიტეტი გარემოს დაცვა და გლობალური დათბობის შეჩერებაა. ამიტომ ისინი ცდილობენ უარი თქვან ენერგიის ტრადიციულ სახეებზე, ისეთი როგორიცაა ქვანახშირი, ნავთობი და ბუნებრივი აირი, და მათ ნაცვლად განახლებული ბუნებრივი რესურსები - ქარისა და მზის ენერგია გამოიყენონ.
ამისთვის INGKA Foundation-მა 2 მილიარდ 500 მილიონი ევრო დახარჯა, რის შედეგადაც ქარის ელექტროსადგურები და მზის ენერგიის პანელები აშენდა. თუმცა, კომპანია მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი განახლებადი ენერგიის სადგურის მოწყობას გეგმავს, რასაც მათი მხრიდან უფრო მეტი ენერგიის გამომუშავება მოჰყვება, ვიდრე ისინი მოიხმარენ.