აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ელიოტ ენგელმა, დღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდასაჭერად განცხადება გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.
“მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს საქართველოში, განაგრძონ ისეთ ორგანიზაციებთან პარტნიორობა, როგორებიცაა NDI და IRI, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებებს, ჰქონდეთ უფრო დემოკრატიული, სუვერენული და კეთილდღეობით აღსავსე მომავალი.
აშშ-ის კონგრესი საქართველოს ხალხის გვერდით დგას და მე კვლავ გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია, საქართველოში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოებას მხარდასაჭერად", - აღნიშნულია განცხადებაში.