ქუთაისში, ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მინაწილეები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვდნენ. ოპოზიციის ლიდერებმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნეს, რომ ამ მოთხოვნით აქცია მშვიდობიანი ფორმით ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებშიც გაიმართება, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები თავდაპირველად კიკვიძის პარკში შეიკრიბნენ. იქიდან კი მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობით მივიდნენ დავით აღმაშენებლის მოედანთან, სადაც ქუთაისის მერიის შენობაა განთავსებული. მსვლელობისას და აქციის მიმდინარეობის დროსაც რამდენიმე ინციდენტი მოხდა, ვითარება კი პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.