"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მისვლას ხვალ არ აპირებს. ამის შესახებ პალიტრა ნიუსს გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა. როგორც საძაგლიშვილმა აღნიშნა, გვარამია ჩვენებას მხოლოდ მოსამართლის წინაშე მისცემს.
ცნობისთვის, გუშინ ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გაგზავნილი უწყება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გვარამია უწყებაში გამოკითხვაზე მოწმის სახით, 6 დეკემბერს, 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
ნიკა გვარამიას განმარტებით, საქმე ეხება დამხობასთან დაკავშირებით მის "ფეისბუქ სტატუსს".