თბილისში, ფონიჭალასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გადაბრუნებულია ტრაილერი, რის გამოც, რუსთავის მიმართულებით გადაადგილება შემოვლითი გზით ხორციელდება.როგორც პალიტრანიუსს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.„აღნიშნულთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგება და მძღოლი 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდება “, - აღნიშნეს უწყებაში.