მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ბიუროს სხდომაზე კოლეგებს ინიციატივა გააცნო, რომელიც ქვეყანაში სრულად მაჟორიტარული არჩევნების ჩატარებას გულისხმობს. ხუნდაძემ დეპუტატებს მისი ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. თავის მხრივ დეპუტატის ინიციატივაზე უარყოფითი აზრი დააფიქსირა უმრავლესობის ლიდერმა. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ის არ დაუჭერს მხარს ქვეყანაში 2024 წელს მაჟორიტარული არჩევნების ჩატარების საკითხს.